ყაზაიშვილის აღიარება: ქართველი MLS-ის საუკეთესო დრიბლიორია!
Aa
Aa

ყაზაიშვილის აღიარება: ქართველი MLS-ის საუკეთესო დრიბლიორია!

MLS-ის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით 2019 წლის მთელი სეზონისა და 2020 წლის დასაწყისის მონაცემებით ყველაზე მეტი დრიბლინგი ვაკო ყაზაიშვილმა შეასრულა. ''სან ხოსეს'' და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევს დრიბლინგის შესრულების 100 მცდელობა ჰქონდა, მათგან 68,97 პროცენტი წარმატებული იყო.

ყაზაიშვილმა ლონდონის ''არსენალის'' ყოფილ ფეხბურთელს, მექსიკელ კარლოს ველას გაასწრო, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. ''ლოს ანჯელესის'' 31 წლის ლიდერი დრიბლინგის განხორციელებას 95-ჯერ შეეცადა, თუმცა წარმატებით მხოლოდ 50 პროცენტი გამოუვიდა.

ყაზაიშვილმა ასევე გაასწრო ''ბოკა ხუნიორსის'' ყოფილ გარემარბს, კრისტიან ესპინოზას, რომელიც ამჟამად მისი თანაგუნდელია. ქართველმა ფეხბურთელმა ალეხანდრო პოზუელოც ჩამოიტოვა, რომელიც ფეხბურთის ქომაგებს ''სუონსიდან'' უნდა ახსოვდეთ.

27 წლის ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში MLS-ში 2 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო. 2 ტურის შემდეგ კორონავირუსის გამო ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით შეწყდა.

2019 წლის სეზონის დასაწყისი ყაზაიშვილისთვის წარმატებული არ ყოფილა, თუმცა შემდეგ ფორმაში შევიდა. საბოლოო ჯამში 32 მატჩში 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები