ქართველი სპორტსმენი კორონავირუსით დაინფიცირდა
Aa
Aa

ქართველი სპორტსმენი კორონავირუსით დაინფიცირდა

''კურიერის'' ცნობით კორონავირუსი დაუდგინდა ერთ-ერთ ქართველ სპორტსმენს, რომლის საკონტაქტო წრე საკმაოდ ფართოა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად სპორტსმენი რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა. მისი ვინაობა არ სახელდება.

აღნიშნული წყაროს ცნობით სპორტსმენი სამეგრელოს სტუმრობდა და არაერთ პირს შეხვდა. ასევე, რამდენიმე ოჯახს ესტუმრა. სპორტსმენს მოგზაურობის ისტორია არ აქვს. ფაქტია, მან რეკომენდაციების მიხედვით არ იმოქმედა და სოციალური დისტანციისგან თავი არ შეიკავა. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძე სპორტსმენის ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა: ''მე არ ვიძლევი პერსონალურ ინფორმაციას. ჩვენ ყველა ინფიცირებულის კონტაქტებს ვიკვლევთ.''

უახლესი ინფორმაციით საქართველოში 156 პირი კორონავირუსით დაინფიცირდა, მათგან 28 პირი გამოჯანმრთელდა და 1 გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ცხადია, ყველა სპორტული ღონისძიება გაურკვეველი დროით გადაიდო. ანალოგიური ვითარებაა ევროპის თითქმის ყველა ჩემპიონატში ბელარუსის საფეხბურთო ლიგის გარდა.

ცხელი ამბები