Aa
Aa

ინფანტინოს პროგნოზი: "ვირუსის შემდეგ ფეხბურთი განსხვავებული იქნება"

ფიფა-ს პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო Covid-19-ის ფეხბურთზე გავლენაზე საუბრობს. მისი განცხადებით, გლობალური პანდემიის შემდეგ ეს სპორტი განსხვავებული იქნება.

„ამ ეტაპზე, ფეხბურთი ყველაზე მნიშვნელოვანი არაა, ჯანმრთელობა პირველ პლანზეა და ასე უნდა დარჩეს, სანამ ეს დაავადება დამარცხდება. მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშეა, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და გუნდურად ვიმოქმედოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სპორტი ამ ეტაპზე არსებულ გლობალურ ინსტრუქციებსა და მითითებებს მიყვეს, ჩვენ სამაგალითოები უნდა ვიყოთ, რადგან არც ერთი მატჩი არაა იმაზე ფასეული, ვიდრე - ადამიანის სიცოცხლე. უნდა შევინარჩუნოთ თავდაჯერება და მომავალზე პოზიტიურად ვიფიქროთ.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ ჩვენგანს სურს, ფეხბურთი ხვალვე ვითამაშოთ, თუმცა არ ვიცით, ეს ხვალ როდის დადგება, ასევე არც არავინაა ისეთი, ვინც იტყვის, როდის დაბრუნდება ფეხბურთი ზუსტად ისეთი, როგორიც ამ ვირუსამდე იყო. ცხადია, რომ პანდემიის შემდეგ ჩვენი სამყარო და ჩვენი სპორტი განსხვავებული იქნება.

ფიფა-ს, როგორც ფეხბურთის ადმინისტრაციის ვალდებულებაა, პირველ რიგში ამ სპორტის გადარჩენაზე, შემდეგ კი მის განვითარებაზე იზრუნოს“.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ ბელგიის „იუპილერ პრო ლიგა“ პირველია, რომელშიც Covid-19-ის გამო ჩემპიონატი დროზე ადრე შეწყვეტასა და გუნდების კონკრეტულ მომენტში არსებული ცხრილის მიხედვით დაჯილდოვებას გეგმავენ. უეფა-ს ეს გადაწყვეტილება არ მოეწონა, რადგან სხვადასხვა ქვეყნებში ჩემპიონატების ივლისში განახლების იმედი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები