ახალი ცნობები კვირიკაშვილსა და სხვა დაშავებულებზე
Aa
Aa

ახალი ცნობები კვირიკაშვილსა და სხვა დაშავებულებზე

საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსის (ეროვნული ნაკრების ექიმი), გიორგი ჭუმბურიძის ინფორმაციით, გუშინ სამივე პაციენტს ჩაუტარდა ურთულესი, რამდენიმე საათიანი ოპერაცია ყბა-სახეზე მრავლობითი დამსხვრეული მოტეხილობების გამო.

ქირურგიული ჯგუფი, ოპერაციების შედეგებს, დადებითად აფასებს. 

პაციენტები, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში არიან და კვლავ რჩებიან რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ისევ არსებობს ინფექციის განვითარების მაღალი რისკი, ზოგადი მდგომარეობის დინამიკა, დადებითად უნდა შეფასდეს.

რაც შეეხება მერაბ კვირიკაშვილს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგი მრავლობითი დაჟეჟილობებით პალატაშია გადაყვანილი. 

 

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ცხელი ამბები