სანდრო ბაზაძე -
Aa
Aa

სანდრო ბაზაძე - "უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება"

24 მარტს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს რჩევა გაითვალისწინა და თამაშების გადადებაზე საბოლოო თანხმობა განაცხადა.

მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე მოვლებზე კომენტარი მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ გააკეთა. შეგახსენებთ , რომ სანდრო იმ სპორტსმენების სიაშია , რომლებმაც ტოკიოში გასამართი ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვეს.

„ოლიმპიური თამაშები გადაიდო, რაც ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ვთვლი , რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. იმიტომ,რომ სპორტსმენებისთის ძალიან სახიფათო იყო. ამით არაფერი არ თავდება ყველაფერი წინ არის. მომავალი წლისთის უფრო კარგად მოვემზადებით. დიდი იმედი მაქვს , უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.ასევე მინდა მოვუწოდო ქართველ ხალხს , რომ მიმდინარე მოვლენებს სერიოზულად და გაგებით მოეკიდონ.“-განაცხადა ბაზაძემ

შეგახსენებთ , რომ გუშინ ოფიციალურად გადაწყდა, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება. თამაშებს სახელი შეუნარჩუნეს და ისევ „ტოკიო 2020“ ერქმევა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადების ისტორიაში პირველად მოხდა, როცა თამაშები გადაიდო. მსოფლიო ომის გამო ერთ-ერთი ოლიმპიადა საერთოდ გაუქმდა.

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში კორონავისრუსით 1953 ადამიანი დაინფიცირდა, 52 მათგანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები