რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები ხუთშაბათისთვის
Aa
Aa

რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები ხუთშაბათისთვის

კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო სპორტული აქტივობების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბლოგი, რომლითაც ყველა სპორტისა და მათ შორის კიბერ სპორტის ეგიდით, იმ დღეს გასამართ მატჩებს მოკლედ მიმოვიხილავთ.

ბლოგი დაეხმარება მასაც, ვისაც უბრალოდ სპორტული ღონისძიების ყურება სურს და მასაც, ვისაც მათზე თანხის დადებისა და ამ გზით გართობის სურვილი აქვს.

Counter-Strike

ESL Pro League-ს A და B ჯგუფების შეხვედრების დასრულების შემდეგ, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის ჯერი დადგა C და D ჯგუფებში.

C ჯგუფში, დღეს გასამართ Faze Clan-ისა და TyLoo-ს მატჩში აშკარა ფავორიტი იკვეთება. FaZe Clan-ი მეტოქეს ურთიერთდაპირისპირებებში 5:0-ს უგებს, რასაც ისიც ემატება, რომ TyLoo-ს ბოლო 7 ოფიციალური შეხვედრა ზედიზედ აქვს წაგებული.

დანარჩენი ორი თამაში უკვე D ჯგუფშია. Team Liquid-ი MIBR-თან ისტორიაში მე-16 ურთიერთშეხვედრას გამართავს - Team Liquid-ი 10:5-ს იგებს. ბოლო დროს კარგ ფორმაში არც ერთი გუნდი არაა, განსაკუთრებით ეს MIBR-ზე ითქმის, რომელმაც უკანასკნელი 7-დან 6 თამაში წააგო. გამოცდილებისა კლასის გათვალისწინებით, დღეს ულაპარაკო ფავორიტი Team Liquid-ია.

აბსოლუტურად სამარცხვინო შედეგები აქვს Swole Patrol-ს, რომელიც უმაღლეს დონეზე 2018 წლიდან თამაშობს, თუმცა მას შემდეგ ჯამში ჩატარებულ 12 მატჩში არათუ გამარჯვება არ აქვს, 1 რუკაც (!!!) კი არ მოუგია (ყველა მატჩი მშრალად დათმო). დღეს ამ გუნდის მეტოქე 100 Thieves-ია, რომელიც გაცილებით ძლიერი და გამოცდილი გუნდია. თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ 100 Thieves-ი გრანდთა კატეგორიას განეკუთვნება, რადგან თავის 3-წლიან ისტორიაში განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია. ასეა თუ ისე, ძნელი წარმოსადგენია, ამ გუნდმა Swole Patrol-ის დონის მეტოქის დამარცხება ვერ შეძლოს. მეორე მხრივ, Counter-Strike-ში ინტრიგად რჩება, როდის მოიგებს თავისთვის პირველ და ისტორიულ რუკას (მატჩზე რომ არაფერი ვთქვათ) Swole Patrol-ი.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველადგილოსანი ESL Pro League-ს პირდაპირ მე-2 რაუნდში გადის, მეორე-მესამე ადგილზე გასული გუნდები კი ტურნირის პირველ რაუნდში მოხვდებიან.

გარდა უპრესტიჟულესი ESL Pro League-სა, რომლის საპრიზო ფონდი 750 000 დოლარია, დღეს კიდევ არაერთი საინტერესო თამაშია ჩანიშნული. ასე რომ, Counter-Strike-ს ნამდვილი გულშემატკივრები დღეს არ მოიწყენენ.

დადე ფსონი Counter-Strike-ზე დადე ფსონი Counter-Strike-ზე

დოტა 2

China Dota2 League-ს ეგიდით დღეს ორი მატჩია - Upper Bracket R1-ის ეტაპზე ViCi Gaming-ი და Invictus Gaming-ი შეხვდებიან, მათში გამარჯვებული კი ასევე დღეს გასამართ PSG.LGD-ისა და Royal Never Give Up-ის მატჩში მოგებულს შემდეგ ეტაპზე დაუპირისპირდება.

აქვე დავამატოთ, რომ ეს ჩემპიონატი მიმდინარე ტურნირებს შორის ყველაზე პრესტიჟულია და მისი გამარჯვებული საპრიზო ფონდიდან 112 717 დოლარს მიიღებს.

ასევე მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე შედარებით დაბალი კატეგორიის ტურნირი, სადაც ასევე მოვლენები საინტერესოდ ვითარდება.

დადე ფსონი დოტა 2-ზე დადე ფსონი დოტა 2-ზე

League of Legends

დღეს და ხვალ დილას სამხრეთ კორეასა და ჩინეთში ლეგენდების ლიგის არაერთი საინტერესო თამაშია დაგეგმილი. ამ ქვეყნებში შიდა ტურნირები მიმდინარეობს და მათი მორიგი ტურის შეხვედრებია.

კორეაში, Champions Korea-ს მე-10 ტურის ეგიდით, შესანიშნავ ფორმაში მყოფი KT Rolster-ი Hanwha Life-ს შეხვდება. KT Rolster-მა ბოლო 5 მატჩი მოიგო, მისმა მეტოქემ კი უკანასკნელი 4-დან 3 თამაში დათმო. ურთიერთშეხვედრებში Hanwha Life-ი 5:3-ს იგებს, თუმცა ხვალ ფავორიტად მისი მეტოქე ითვლება.

დღეს ითამაშებს ჩემპიონატის ლიდერი Gen.G-ი, რომელიც მე-6 ადგილოსან Damwon Gaming-ის დაუპირისპირდება. Gen.G-იმ საწყის 10 ტურში 9 გამარჯვება მოიპოვა და საშუალო დონეზე მოასპარეზე Damwon-თან გამოკვეთილი ფავორიტია.

ჩინეთის LOL Pro League-ს ერთი მატჩია დღეს, ხვალ კი მე-2 ადგილოსანი FunPlus Phoenix-ი მე-5 ადგილოსან Oh My God-ს შეხვდება. იმის მიუხედავად, რომ გუნდებს შორის სხვაობა 1 მოგებაა, აშკარა ფავორიტად FunPlus Phoenix-ს მოიაზრებენ, რომელიც კლასით უფრო მაღალი დონის გუნდია და მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში 5:1-ს უგებს. FunPlus-მა ჩემპიონატი 2 წაგებით დაიწყო, ახლა კი 6-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს და შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ბოლო 4 თამაში მიჯრით მოიგო Oh My God-მაც.

დადე ფსონი League of Legends-ზე დადე ფსონი League of Legends-ზე

მაგიდის ჩოგბურთი

რუსეთში, უკრაინასა და ჩეხეთში შიდა ტურნირები გრძელდება. დღეს 200-მდე მატჩია დაგეგმილი, ამიტომ ტურნირების ზოგად წესებზე ვისაუბროთ, დაწვრილებით კი მატჩების გადახედვა ჩვენს პარტნიორ flashscore-ს მეშვეობით შეგიძლიათ.

დღეს გასამართ ყველა ამ ქვეყნის ჩემპიონატის მატჩში, 3 სეტი უნდა მოიგო, რათა საბოლოო გამარჯვებას მიაღწიო. ასევე შევთანხმდეთ იმაზეც, რომ სეტის მოსაგებად 11 ქულაა საჭირო, ხოლო თუ ანგარიში 10:10 გახდა, მოთამაშე წინ 2 ქულით უნდა გავიდეს, მაგ: 12:10; 13:11; 17:15 და ა.შ.

დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე

ცხელი ამბები