გუშინდელ ავტოავარიას ჯანდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა
Aa
Aa

გუშინდელ ავტოავარიას ჯანდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბეებისათვის, სისხლის ჩაბარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ფეისბუქზე" გამოეხმაურა.

"მეგობრებო, გიდასტურებთ, რომ სისხლის ყველა საჭირო პროდუქტი ადგილზეა და ამ შემთხვევაში მართვის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა მათი დეფიციტი. პირადად ვაკონტროლებ", - წერს სერგეენკო.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი და და "ლელოს" წევრი გიორგი ლომინაძე მძიმე ავარიაში მოყვნენ. შემთხვევის დროს სპორტსმენებთან ერთად მათი მეუღლეები იმყოფებოდნენ. ოთხოვე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა მძიმეა.

საზარელი ავარია ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე გუშინ, დაახლოებით 18 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ცხელი ამბები