Tuttosport - ლაუტაროს აგენტმა ბარსელონასთან შეთანხმებას მიაღწია
Aa
Aa

Tuttosport - ლაუტაროს აგენტმა ბარსელონასთან შეთანხმებას მიაღწია

იტალიური გამოცემა, Tuttosport იტყობინება, რომ ლაუტარო მარტინესის აგენტმა, ბეტო იაკემ „ბარსელონასთან" თავისი კლიენტის პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელი ხელფასის სახით ზუსტად იმდენს მიიღებს, რამდენსაც ანტუან გრიზმანი იღებს.

Tuttosport-ის ცნობით, „ბლაუგრანა" ლაუტაროს გამოსასყიდი თანხის გადახდას არ აპირებს და ტრანსფერში ფეხბურთელთა ჩართვას გეგმავს. კატალონიური გრანდი ვარაუდობს, რომ მოთამაშეთა სატრანსფერო ღირებულებისა და „ინტერისთვის" შეთავაზებული თანხის ჯამი 150 მილიონი ევრო იქნება და „ნერაძურის" უარის თქმა გაუჭირდება.

Tuttosport სავარაუდო კანდიდატებსაც ასახელებს და აცხადებს, რომ „ბარსელონა" მზადაა ვიდალი, ტოდიბო, არტური, ალენია და ნელსონ სემედუ გაასხვისოს.

შეგახსენებთ, რომ ლაუტაროს მიმდინარე სეზონში 31 შეხვედრა აქვს ჩატარებული. არგენტინელი ფეხბურთელის ანგარიშზე 16 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები