ყველა მოგებული რჩება - ლივერპულის ჭკვიანური გეგმა და ვერნერი ენფილდზე
Aa
Aa

ყველა მოგებული რჩება - ლივერპულის ჭკვიანური გეგმა და ვერნერი ენფილდზე

ტიმო ვერნერის მიმართ ინტერესს ევროპაში ბევრი გუნდი იჩენს, თუმცა თავად გერმანელ ფორვარდს „ლივერპულში“ გადასვლის პერსპექტივა ხიბლავს.

ვერნერის შეძენით დაინტერესებულია „მერსისაიდული“ გუნდიც, რომელსაც როგორც Bild-ი წერს, უკვე გეგმაც აქვს შემუშავებული.

გავლენიანი გერმანული გამოცემის ცნობით, „ლივერპული“ ზაფხულში ფეხბურთელის შეძენას და შემდეგ 1 წლით ისევ „ლაიპციგის“ რიგებში განათხოვრებას გეგმავს, საბოლოოდ კი ტიმო „ენფილდზე“ 2021-2022 წლების სეზონში აღმოჩნდება.

ბუნებრივია, ასეთი გარიგება აწყობს „ლაიპციგსაც“, თუმცა თავად ფეხბურთელის აზრი უცნობია.

ტრანსფერმარკეტზე ვერნერი 75 მილიონ ევროდაა შეფასებული. რთული სათქმელია, თუ რამდენს მოითხოვს „ლაიპციგი“ მის სანაცვლოდ. ერთი რამ კი ცხადია - „ლივერპულს“ გერმანელის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს.

ამ მომენტისთვის, „ლაიპციგის“ რიგებში ტიმო ვერნერის ანგარიშზე 149 შეხვედრაში 88 გოლი და 38 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები