სამწუხარო ამბავი - ირანში ქალი ფეხბურთელი კორონავირუსით გარდაიცვალა
Aa
Aa

სამწუხარო ამბავი - ირანში ქალი ფეხბურთელი კორონავირუსით გარდაიცვალა

გავლენიანი გამოცემა radiofarda-ს ცნობით, ირანში ქალი ფეხბურთელი, ილხამ შეიხი კორონავირუსით გარდაიცვალა. 22 წლის მოთამაშე ფუტზალის ეროვნული გუნდის ღირსებას იცავდა.

სპორტსმენი ქალაქ ყუმიდან იყო, რომელიც დაავადების გავრცელების ეპიცენტრში მდებარეობს. ირანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 388 ადამიანს აღწევს, მათგან 34 გარდაიცვალა.

გასულ შაბათს, ირანში ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო. მოგვიანებით, საფეხბურთო და ფუტზალის მატჩების გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ღონისძიებებს მაყურებლები არ დასწრებიან.

შეგახსენებთ, იტალიის სერია C-ს ერთ-ერთ ფეხბურთელს კონორავირუსი დაუდგინდა. მოთამაშის სახელსა და გვარს არ ასაჯაროებენ, თუმცა ცნობილია, რომ ფეხბურთელი სიენას პროვინციის ერთ-ერთ კლუბში ასპარეზობს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, მოთამაშემ მატჩამდე დისკომფორტი იგრძნო, მას მაღალი ტემპერატურა დაუდგინდა, შემდეგ კი ექიმებმა დაადასტურეს, რომ მას კორონავირუსი აღმოაჩნდა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები