ექსკლუზივი - მერაბ დვალიშვილი:
Aa
Aa

ექსკლუზივი - მერაბ დვალიშვილი: "მეტოქეს, კესი კენის, სუსტი მხარე არ აქვს"

მერაბ დვალიშვილი UFC-ის ეგიდით მორიგ დაპირისპირებას 2020 წლის 15 თებერვალს, ამერიკელ კესი კენისთან გამართავს. ამ უკანასკნელმა ბოლო ბრძოლა აგვისტოში ჩაატარა. მომდევნო დაპირისპირებას კი 6-მატჩიანი მოგებათა სერიით ხვდება.

რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, ქართველმა მებრძოლმა ბოლოს 6 მაისს ბრედ კატონა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

Crystalsport.ge-ის გუნდი ქართველ მებრძოლს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

"მზადება კარგად მიდის. მთავარია ტრავმა არ მაქვს და ჯანმრთელად ვარ. ვარჯიშობ როგორც ტექნიკაზე ისე ფიზიკურ ძალასა და გამძლეობაზე.

მეტოქე მართლაც უხერხული და ძლიერია. 7-ჯერ არის ძიუდოში ამერიკის ჩემპიონი. ასევე კოლეჯში თავისფალ ჭიდაობაში ასპარეზობდა. ასევე მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი -LFA-ში აქვს მოპოვებული. თან მეტოქე ცაციაა , რაც ჩემთვის კომფორტული ნამდვილად არ იქნება.

ვერ ვიტყვი რომ კესი კენის რამე სუსტი მხარე აქვს. ის ყველა ასპექტში თანაბრად ძლიერია.

UFC-ში ჩემი ფავორიტი კანადელი მებრძოლი, ჟორჟ სენ-პიერი გახლავთ. ის ძალიან დისციპლინირებული და ჭკვიანი მებრძოლია.

რაც შეეხება კონორისა და „კოვბოის“ ბრძოლას - ირლანდიელმა ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ყველასთვის ცნობილია რომ კონორ მაგრეგორი პირველ რაუნდში სწრაფი და საშიშია. ხოლო სერონე ყოველთვის ნელა იწყებს. ამ შემთხვევაში კონორმა კარგი ტაქტიკა აირჩია და პირველივე შეტევაში ჩადო ყველაფერი. მან მეტოქეს გამარჯვების მომტანი დარტყმები მანამ მიაყენა, სანამ სერონე აზრზე მოვიდოდა"

ცხელი ამბები