ხაბიბის მამა კონორის გამარჯვებაზე: „ნუთუ არ ეჭვობთ, რომ ბრძოლა ჩაწყობილი იყო“?
Aa
Aa

ხაბიბის მამა კონორის გამარჯვებაზე: „ნუთუ არ ეჭვობთ, რომ ბრძოლა ჩაწყობილი იყო“?

ხაბიბ ნურმაგომედოვის მამამ, აბდულმანაპმა კონორ მაკგრეგორისა და დონალდ სერონეს ბრძოლის შესახებ ისაუბრა და UFC გააკრიტიკა.

„ნუთუ არ ეჭვობთ, რომ ბრძოლა ჩაწყობილი იყო? თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ არ ვცდები. კონორისა და სერონეს ჩხუბი ბრძოლა არ ყოფილა - წარმოდგენა იყო.

ჩვენ ვიცით სერონე როგორ ჩხუბობს და მათი დაპირისპირება ბრძოლას საერთოდ არ ჰგავდა. UFC-ს უბრალოდ კონორის დაბრუნება სჭირდებოდა.

და მთავარი - რატომ უნდა გავმართოთ მასთან მატჩრევანში? ჩემპიონი მატჩრევანშზე თანხმობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აცხადებს, თუ მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ხაბიბისა და კონორის ბრძოლაში კი 5 რაუნდიც არ ყოფილა“.

აბდულმანაპმა ხაბიბის მომდევნო მეტოქის, ტონი ფერგიუსონის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: „როგორ ფიქრობთ, გახდა ტონი უფრო ძლიერი მებრძოლი? ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ხაბიბი ტონიზე სუსტი არასდროს ყოფილა. ხაბიბს იმდენი დარტყმა არასდროს მიუღია, რამდენიც ტონიმ მიიღო. ნურმაგომედოვი ბევრად უფრო შემტევი და დომინანტი მებრძოლია“.

ცხელი ამბები