აბუსერიძე და ხურციძე ოფიციალურად დარეგისტრირდნენ
Aa
Aa

აბუსერიძე და ხურციძე ოფიციალურად დარეგისტრირდნენ

21 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირში საპრეზიდენტო კანდიდატებად პარლამენტის წევრი ირაკლი აბუსერიძე და რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორი ბაჩო ხურციძე დარეგისტრირდნენ.

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის 2020 წლის 13 იანვრის დადგენილებით, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტოარჩევნები 2020 წლის 30 იანვარს შედგება.

გარდა 21 იანვარს დარეგისტრირებული კანდიდატებისა, არჩევნებში მონაწილეობას იღებს საქართველოს რაგბის კავშირის მმოქმედი პრეზიდენტი ბატონი გოჩა სვანიძეც.

პრეზიდენტი არჩეული იქნება ყრილობაზე დამსწრე  კავშირის ნამდვილ წევრთა  ხმისუბრალო უმრავლესობით.

ცხელი ამბები