Aa Aa
21 იანვარი 2020  |  10:43

სასამართლომ რიოს ოლიმპიური პარკის დახურვა გადაწყვიტა

რიო დე ჟანეიროს სასამართლომ ოლიმპიური პარკის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ოლიმპიურ პარკში განთავსებულია საწყლოსნო კომპლექსი, საჩოგბურთო კორტები, ველოდრომი და სამი მრავალფუნქციური არენა, სადაც ტარდებოდა ოლიმპიური ასპარეზობები, მათ შორის - ფარიკაობაში, ხელბურთში, კალათბურთში, ძიუდოსა და ჭიდაობაში.  

რიოს 2016 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების შემდეგ, ოლიმპიურ პარკს სპორტული მიზნებისთვის ძალზე იშვიათად იყენებდნენ, თუმცა ტარდებოდა მასობრივი კულუტურული ღონისძიებები. კერძოდ, აქ მასპინძლობენ ვიდეო თამაშების ტურნირებს, რეგიონის ერთ-ერთ უმსხვილეს როკ-ფესტივალს - Rock in Rio-, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადიან მუსიკის მოყვარულები. ორგანიზატორთა შეფასებით, შარშან ფესტივალს სტუმრობდა დაახლოებით 700 ათასი ადამიანი, რომელთა  ნახევარს ტურისტები შეადგენდნენ.

ოლიმპიური პარკის დახურვის ძირითადი საფუძველი გახდა უსაფრთხოების არასაკმარისი პირობები. სასამართლოს მოსაზრებით, იმის გამო, რომ 2016 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ინფრასტრუქტურაზე ფაქტობრივად არავინ არ ზრუნავდა, მასობრივი ღონისძიება შესაძლოა ტრაგედიით დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ ფედერალურ ხელისუფლებას განზრახული აქვს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

რიომ ოლიმპიურ თამაშებს 2016 წლის 5-21 აგვისტოს უმასპინძლა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები