ბრძოლა რუსეთთან შედგება! - საქართველო ფლეი-ოფშია
Aa
Aa

ბრძოლა რუსეთთან შედგება! - საქართველო ფლეი-ოფშია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, D ჯგუფის დასკვნით ტურში იტალიამ საქართველო 18:6 დაამარცხა, ხოლო საბერძნეთმა საფრანგეთს 12:10 სძლია.

პირველი მეოთხედი იტალიამ საქართველოს 4:1 მოუგო, ქართველთაგან ერთადერთი გოლი გიორგი მაგრაქველიძემ შორი მანძილიდან გაიტანა. მეორე მეოთხედში მაგრაქველიძემ დუბლი შეასრულა და ერთი გოლი ბითაძემ შეაგდო. პირველი ტაიმი იტალიელთა გამარჯვებით 7:3 დასრულდა.

მესამე მეოთხედში ქომაგმა 8 გოლი იხილა, მათგან სამი საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა გაიტანეს. ქართველთა მხრიდან თავი ხვიჩა ჯახაიამ, ზურაბ რურუამ და დამირ ცრეპულიამ გამოიჩინეს.

მეოთხე მეოთხედი იტალიის ნაკრების სრული დომინირებით მიმდინარეობდა და საქართველო 0:6 დამარცხდა. საბოლოოდ იტალიის ნაკრებმა 18:6 გაიმაჯვა.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ ფლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე დიდი ალბათობით რუსეთის ეროვნული გუნდი იქნება. 

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპირველობაზე ზედიზედ მეოთხედ ასპარეზობს. საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგი 12 გუნდს შორის მოხვედრაა, რაც საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უკვე მოახერხა.

ცხელი ამბები