დასანანი მარცხი! -
Aa
Aa

დასანანი მარცხი! - "ტოჩიმ" მეტოქე დაიქნია, თუმცა დოჰიოდან თავად გადავარდა

"ჰაცუ ბაშოს" მე-5 დღეს, ლევან გორგაძემ მორიგი ორთაბრძოლა გამართა და მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერ მეისეის დაუპირისპირდა. 

დღევანდელი ორთაბრძოლა გორგაძის უპირატესობით დაიწყო და მას გამარჯვებისთვის ერთი მიძალებაღა სჭირდებოდა, თუმცა ეს ვერ შეძლო და დოჰიოდან თავად გადავარდა. შედეგად, ლევანმა მიმდინარე "ჰაცუ ბაშოზე" მე-3 ორთაბრძოლა წააგო.

 

ბაშოს მომდევნო დღეს ქართველი შოდაის შეხვდება, რომელიც მიმდინარე გათამაშებაზე კარგად ასპარეზობს და ლიდერთა შორისაა. შოდაი წოდებით მე-7 მაეგაშირაა, "ტოჩი" მასთან ურთიერთშეხვედრებს 7:8-ს აგებს.

ცხელი ამბები