მამუკა გორგოძის მორიგი აღიარება!
ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე, ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ამჟამად კი ერთ-ერთ ბრიტანულ ტელევიზიაში ექსპერტის რანგში მომუშავე კლაივ ვუდვორდმა მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
ვუდვორდი ის ადამიანია, რომელმაც ინგლისის ნაკრებს 2003 წელს ერთადერთი მსოფლიო თასი მოეგებინა და მის ნაკრებში გორგოძე მესამე ხაზის წევრია.
მთლიანობაში კი ვუდვორდის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
15. ისრაელ ფოლაუ (ავსტრალია), 14. ბენ სმითი (ახალი ზელანდია), 13. სონი ბილ ვილიამსი (ახალი ზელანდია), 12. ვესლი ფოფანა (საფრანგეთი), 11. ხუან იმჰოფი (არგენტინა), 10. ოუენ ფარელი (ინგლისი), 9. აარონ სმითი (ახალი ზელანდია). 1. მარკოს აიერსა (არგენტინა), 2. დენ კოლი (ახალი ზელანდია), 3. რამირო ერერა (არგენტინა), 4. მარო იტოჯე (ინგლისი), 5. ებენ ეცებესი (სამხრეთი აფრიკა), 6. მამუკა გორგოძე (საქართველო), 7. დევიდ პოქოკი (ავსტრალია), 8. კირან რიდი (ახალი ზელანდია).
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს