ჰალანდი გერმანულ კლუბებს სურთ: სტუმრობა დორტმუნდში და რანგნიკის ხედვა
Aa
Aa

ჰალანდი გერმანულ კლუბებს სურთ: სტუმრობა დორტმუნდში და რანგნიკის ხედვა

გასულ სამშაბათს ''ლივერპულთან'' მარცხის შემდეგ ერლინგ ჰალანდისთვის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი დასრულდა და მატჩის დასრულებიდან 24 საათზე მცირე დროში ნორვეგიელი ტალანტი გერმანიის ჩრდილოეთით რაინ-ვესტფალიას ესტუმრა. ''ზალცბურგის'' თავდამსხმელმა ''დორტმუნდთან'' მოლაპარაკება გამართა და შესაძლოა 2020 წლის იანვარში გერმანული კლუბის რიგებში ვიხილოთ. ინფორმაცია ruhrnachrichten-მა გაავრცელა.

პაკო ალკასერის ტრავმის გამო ''დორტმუნდს'' ჰალანდის დამატების დიდი სურვილი აქვს.

19 წლის თავდამსხმელის გადაბირება ''მანჩესტერ იუნაიტედსა'' და ''ლივერპულსაც'' სურთ, თუმცა Sky Sports-ის ცნობით მისი ტრანსფერი ყველაზე მეტად ''ლაიფციგშია'' შესაძლებელი. ''ლაიფციგის'' ხელმძღვანელებსა და გუნდის მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს დიდი იმედი აქვთ, რომ ჰალანდის მშობლების დარწმუნებას შეძლებენ.

გერმანულ კლუბში ფიქრობენ, რომ მოთამაშესთვის გრანდში გადასვლა ნაადრევია, ხოლო ნაგელსმანთან და კლუბის დირექტორ რალფ რანგნიკთან ერთად მუშაობა მისი განვითარებისთვის საუკეთესო გზაა. ამ აზრზეა თანამედროვე გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი რალფ რანგნიკი.

ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ტურში ''ზალცბურგი'' შინ ''ლივერპულთან'' 0:2 დამარცხდა. მატჩს 40 ევროპული კლუბის სკაუტი დაესწრო, მათ შორის დიდი ნაწილი ჰალანდის თამაშზე დასაკვირვებლად ესტუმრა ავსტრიას.

2019-20 წლების სეზონში ჰალანდმა ავსტრიული ''ზალცბურგის'' რიგებში 22 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მათ შორის 6 გოლი ევროტურნირზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები