გორი იმედსა და სამტრედიას დაეწია
Aa
Aa

გორი იმედსა და სამტრედიას დაეწია

სახელბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, ოლიმპიურ სასახლეში, გორმა სამტრედია 39-36 დაამარცხა, პეგასმა კი წყალტუბოს, 28-23 მოუგო. პირველი წრე 17-18 დეკემბერს ქუთაისში დასრულდება. 

BSB ბათუმი, ქუთაისი, სპორტუნი და იმედი-სტუ მე-6-7 ტურის მატჩებს 17-18 დეკემბერს ქუთაისში გამართავენ.

ამის შემდეგ დაიწყება სანაკრებო პაუზა და მზადებას დაიწყებს საქართველოს ეროვნული გუნდი, რომელსაც 2020 წლის იანვარში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირები აქვს.

ეროვნული ჩემპიონატის მეორე და მესამე წრეს გუნდები 2020 წელს ითამაშებენ, 4 საუკეთესო კი ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს.

ცხელი ამბები