ოქროს მედალი კარატეს მსოფლიო ჩემპიონატიდან
Aa
Aa

ოქროს მედალი კარატეს მსოფლიო ჩემპიონატიდან

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე კიოშუინკაი კარატეში წარმატებულად იასპარეზა.

იაპონიაში გამართული მუნდიალის გამარჯვებული ანდრეი ზინჩენკო გახდა.

65-კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა პირველ ეტაპზე აზერბაიჯანელი სამრან მამადოვი დაამარცხა.

მომდევნო ბრძოლაში ანდრეიმ  იორდანიელ აბუ ჰანტაშ ომარს მოუგო.

ნახევარფინალში ზინჩენკოს მეტოქე ირანელი სადეღ მუჰამად ღანბარი გახლდათ და ანდრეიმ ისიც დაამარცხა.

 ფინალურ ბრძოლაში კი საქართველოს სახელით მოასპარეზე უკრაინელმა კარატისტმა რუსს მოწინააღმდეგეს ივან ტუმაშევს მოუგო  და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

60 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი სერგო მოვსესიანმა დაიკავა, რომელმაც ფინალში არტურ არუშანიანთან წააგო.  

95 კგ + წონით კატეგორიაში კი ლაშა კამარაულმა მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ცხელი ამბები