57 წლის ევანდერ ჰოლიფილდი მზადაა რინგზე დაბრუნდეს და რიდიკ ბოუის ეჩხუბოს
Aa
Aa

57 წლის ევანდერ ჰოლიფილდი მზადაა რინგზე დაბრუნდეს და რიდიკ ბოუის ეჩხუბოს

57 წლის ევანდერ ჰოლიფილდი აცხადებს, რომ რინგზე დასაბრუნებლად მზადაა. ლეგენდარულ მოკრივეს ოპონენტიც შერჩეული ჰყავს და ბრძოლის გამართვა რიდიკ ბოუის წინააღმდეგ სურს.

ჰოლიფილდი სამომავლო გეგმების შესახებ World Boxing News-ს ესაუბრა და აღნიშნა: „იაპონიაში რაღაც მქონდა დაგეგმილი, რომლის განხორციელების შესახებ საუბარი აქტიურად მიდიოდა, თუმცა ახლა ღონისძიების შესახებ აღარავინ საუბრობს.

იმედი მაქვს ყველაფერი შეიცვლება. მე ჩემი გეგმის განხორციელებას რიდიკ ბოუისთან ერთად ვაპირებდი. ჩვენ მეგობრები ვართ და ის თანხა, რომელზეც საუბარი მიდიოდა სამი რაუნდის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრია.

დიახ, მე ამის გაკეთება შემიძლია და მზად ვარ“!

შეგახსენებთ, რომ ბოუი და ჰოლიფილდი რინგზე ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და ევანდერმა მხოლოდ ერთხელ იმარჯვა. აქვე გეტყვით, რომ ჰოლიფილდმა ხელთათმანები ლურსმანზე 2011 წელს ჩამოკიდა, თუმცა როგორც ჩანს მისთვის არაფერია დასრულებული.

ცხელი ამბები