აბჟანდაძის ბრწყინვალე დებიუტი და სამი ქართული ლელო ჩელენჯ ქაფზე
Aa
Aa

აბჟანდაძის ბრწყინვალე დებიუტი და სამი ქართული ლელო ჩელენჯ ქაფზე

ფრანგულმა სარაგბო კლუბმა  ''ბრივმა'' ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა, ''ბრივმა'' სტუმრად ''სტად ფრანსე'' 27:11 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგეში ვასილ ლობჟანიძემ და ოთარ გიორგაძემ თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს, მათ მიერ დადებული ლელოები თედო აბჟანდაძემ გარდასახა. გარდა ამისა აბჟანდაძემ ორი ჯარიმა გაიტანა. მისი დებიუტი ფრანგულ კლუბში საკმაოდ წარმატებული გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ''ბრივის'' მხრიდან პირველ ტაიმში აღებული ოცივე ქულა ქართველებმა მოიპოვეს.

 

''ბრივში'' ექვსი ქართველი მორაგბე ირიცხება. მათგან ხუთმა თამაშში მონაწილეობა მიიღო. ესენი არიან: ოთარ გიორგაძე, ვასილ ლობჟანიძე, ლუკა ჯაფარიძე, ვანო კარკაძე და თედო აბჟანდაძე. ქართველთაგან შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ კარლენ ასიეშვილს არ მიუღია.

''ბრივის'' გარდა ჩელენჯ ქაფზე ''ენისეიმაც'' ითამაშა, რომელიც ''უორჩესტერ უორიორსთან'' 14:57 დამარცხდა. ''ენისეის'' რიგებში დავით მესხი, დავით კაჭარავა, მიხეილ გაჩეჩილაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი ირიცხებიან. აღნიშნულ მატჩში დავით მესხის ანგარიშზე ერთი ლელოა.

ცხელი ამბები