ბრწყინვალე გდება! ტოჩინოშინის მეორე გამარჯვება
Aa
Aa

ბრწყინვალე გდება! ტოჩინოშინის მეორე გამარჯვება "კიუშუ ბაშოზე"

„კიუშუ ბაშოზე“ მე-4 დღის ორთაბრძოლები შედგა. ქართველი რიკიში ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა და კუბიჰინერის ილეთით დაამარცხა.

ბრძოლა ორივე მათგანმა მარცხენა მავაშის აღებით დაიწყო, რამდენიმე წამიანი ჩაჭიდების შემდეგ ლევანმა ტაკარაფუჯი ეფექტური გდებით დოჰიოზე დასცა და მე-2 გამარჯვება გაიფორმა.

 

ლევან გორგაძეს ტაკარაფუჯის წინააღმდეგ დღემდე 16 ბრძოლა ჰქონდა გამართული, რომელთაგან 9 თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მე-5 დღეს ლევანის მეტოქე პირველი მაეგაშირა დაიეიშო იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ბალანსი 2-3-ზე აქვს.

ტოჩინოშინი დაიეიშოს სულ 8-ჯერ დაუპირისპირდა და 5-ჯერ გამარჯვება მას დარჩა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი ბრძოლიდან ქართველმა ორივე დათმო.

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძეს 10 ბრძოლის მოგება აუცილებლად სჭირდება, რათა ოძეკის წოდება დაიბრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს, რაც მისი ასაკიდან გამომდინარე ძალიან რთული იქნება.

ცხელი ამბები