ქართველები მსოფლიოს ჩემპიონატზე: სამი ვერცხლი და ბრძოლა ოქროს მედლისთვის
Aa
Aa

ქართველები მსოფლიოს ჩემპიონატზე: სამი ვერცხლი და ბრძოლა ოქროს მედლისთვის

ბერძნულ-რომაულ სტილში მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპშტი მასპინძლობს. 63 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ლევან ქავჟარაძე ირანელ დალხანს დაუპირისპირდა და 6:7 დამარცხდა. ქართველი სპორტსმენი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფინალისკენ მიმავალ გზაზე ქავჟარაძემ 4 მეტოქე ჩამოიცილა, ნახევარფინალში  შესანიშნავად იასპარეზა და რუსი ვალიტოვი დაამარცხა.

აღნიშნულ ტურნირზე ფინალში ასევე გავიდნენ გურამ ხეცურიანი (87 კგ.) და ზვიად პატარიძე (130 კგ.)  ხეცურიანმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე სამი მეტოქე დაამარცხდა. აღსანიშნავია მისი გამარჯვება რუსეთის სახელით მოასპარეზე მარგარიანთან. ფინალში მისი მეტოქე უკრაინელი ნოვიკოვი იყო. უკრაინელმა ქართველს 6:1 სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

პატარიძე ფინალში ირანელ იოსოფიაჰმადჩალს უნდა შეხვედროდა, თუმცა ხელის ტრავმის გამო ქართველმა ფინალში ვერ იჭიდავა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ასე რომ საქართველოს ნაკრების სამივე ფინალისტიდან სამივემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ესენი არიან: ლევან ქავჟარაძე (63კგ), გურამ ხეცურიანი (87კგ) და ზვიად პატარიძე (130კგ). 

97 კგ. წონითი კატეგორიის ნახევარფინალში გიორგი მელიამ ბელარუსი კამინსკი 5:1 დაამარცხა. მელია ფინალში ფინელ სავოლაინენს შეხვდება.

 82 კგ. წონით კატეგორიის ნახევარფინალში ანდი რიკაძე რუსეთის სახელით მოასპარეზე ალირზაევთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ასევე,  რამაზ ზოიძე (72კგ) ბრინჯაოს მედლისკენ სვლას დამამშვიდებელი წრიდან დაიწყებს.

ცხელი ამბები