Aa
Aa

ეთერ ლიპარტელიანმა ფინალში რუსი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა

ეთერ ლიპარტელიანი 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.

იჟევსკში მიმდინარე კონტინენტის პირველობის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა რუსი დანა ნაგუჩევა იპონით დაამარცხა.

57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა ფინალამდე სამი შეხვედრა გამართა და სამივეში იპონით იმარჯვა.

ახალგაზრდებს შორის მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა რუსეთში უნგრელი ბრიჯიტა ვარგა , ხორვატი ტიეა ტოპოლოვეჩი და პორტუგალიელი ვისლა გომეში დაამრცხა.

დღესვე ბრინჯაოს პრიზიორები ჯაბა პაპინაშვილი და თემურ ნოზაძე გახდნენ.

60 კილოში მედლისთვის ბრძოლაში პაპინაშვილმა იტალიელ ანჯელო პანტანოს მოუგო , ხოლო ნოზაძემ სომეხ გორ ჰოვსეპიანს სძლია.

ხვალ საქართველოს სახელით ვლადიმირ ახალკაცი და მარიამ ჭანტურია იასპარეზებენ.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები