23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი: გიორგი სულავა ბრინჯაოს მედლის მფლობელია!
Aa
Aa

23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი: გიორგი სულავა ბრინჯაოს მედლის მფლობელია!

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შეჯიბრის ბოლო დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გიორგი სულავა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში თურქი ფაზლი ერიილმაზი ლამას სტილში დაამარცხა. 4:2-ზე ქართველმა მეტოქე შებოჭა და ორთაბძოლის ბედიც გადაწყვიტა.

ბრინჯაოს მედლამდე სულავამ ბრწყინვალედ იასპარეზა და სამივე ორთაბრძოლა 10:0 მოიგო, თუმცა ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელ რაზამბეკ ჟამალოვთან 7:15 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველთაგან ორი ოქროს მედალი ტარიელ გაფრინდაშვილმა და მირზა სხულუხიამ მოიპოვეს.

70 კგ. წონით კატეგორიაში მირზა სხულუხიამ ფინალურ დაპირისპირებაში რუს ჩერმან ვალიევს სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

სხულუხიას მსგავსად ასევე ოქროს მედლის მფლობელი გახდა ტარიელ გაფრინდაშვილი, 79 კგ. წონით კატეგორიაში ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანელ აბაკაროვს შანსი არ დაუტოვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ცხელი ამბები