შენგელიას ევროლიგის ტურის MVP-ის ტიტული გადაეცა!
Aa
Aa

შენგელიას ევროლიგის ტურის MVP-ის ტიტული გადაეცა!

„ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ევროლიგის მე-4 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა!

ტურის MVP-ის ტიტული შენგელიამ კარიერაში მესამედ მოიგო. თოკომ ეს ჯილდო „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ ჩატარებული ბრწყინვალე შეხვედრისთვის დაიმსახურა. ქართველმა პირეოსელებს 25 ქულა ჩაუგდო და ვიტორიელთა გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა.

შენგელიამ ევროლიგაში თავის მე-7 სეზონში 25 ქულა პირველად ჩააგდო და ეს მისი პირადსარეკორდო მაჩვენებელი გახლდათ.

„ბასკონიას“ ქართველ კაპიტანს წელს ევროლიგაში დიდებული სეზონი აქვს. თოკო საშუალოდ 29:07 წუთს თამაშობს, რა დროშიც მისი საშუალო მონაგარი 18.5 ქულა, 6.3 მოხსნა, 2.8 პასი, 0.5 ჩაჭრა და 0.8 დაფარებაა.

მომდევნო ტურში „ბასკოინა“ ფრანგულ „ვილერბანს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები