გუჯეჯიანი ახალგაზრდულ ნაკრებში შანსს სხვა ძიუდოისტებს აძლევს
Aa
Aa

გუჯეჯიანი ახალგაზრდულ ნაკრებში შანსს სხვა ძიუდოისტებს აძლევს

საქართველოს 23 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით საქართველოს ნაკრები ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელიც 1-3 ნოემბერს რუსეთში ქალაქ იჟევსკში გაიმართება, გადახალისებული შემადგენლობით წარდგება.

აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:

  1. დატვირთული სეზონის შემდეგ სპორტსმენებს ესაჭიროებათ ძალების აღდგენა.
  2.  ეს ტაიმაუტი და შესაბამისად, სპეციალური მომზადება მიმართული იქნება საქართველოს ჩემპიონატის და სალიცენზიო ტურნირებისკენ „გამოწვევა 2020“ პროგრამის ფარგლებში.
  3.  თავის გამოჩენის საშუალება ეძლევათ მათ თანაგუნდელ სხვა სპორტსმენებს, რაც თავის მხრივ, გაზრდის კვალიფიციურ და გამოცდილ ძიუდოისტთა კონტინგენტს.

შესაბამისად, შეჯიბრს გამოტოვებენ: ლუკა მაისურაძე, ბაგრატ ნინიაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური და გელა ზაალიშვილი.

გუნდი დაკომპლექტდება შემდეგი სპორტსმენებით: თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი, გიორგი თუთაშვილი, ლუკა კაპანაძე, ვლადიმერ ახალკაცი, მიხეილ ბექაური, იმედა გოგოლაძე, ონისე სანებლიძე, ილია სულამანიძე.

ცხელი ამბები