Aa
Aa

"შენ გენაცვალე ჩემპიონი ხარ!“ - 14 მედალი! ქართველი სამბისტების ტრიუმფი მსოფლიო ჩემპიონატზე

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში სამბოში ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა.

ქართულმა დელეგაციამ ჯამში 14 მედალი მოიპოვა! 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.

ახალგაზრდა სამბისტებს შორის მსოფლიო ჩემპიონი 48 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი მეხრიაშვილი გახდა.

კულმინაცია კი 100 კგ. კატეგორიაში დიმიტრი ნასყიდაშვილის ფინალური ბრძოლა იყო. ქართველმა ფალავანმა რუს გლებ პოზნახირკოს მოუგო და ტურნირი ქართული ჰიმნით დახურა!


 

ახალგაზრდა სამბისტებმა კიდევ 7 მედალი დაისაკუთრეს. ვერცხლის მედალი მოიპოვა (68 კგ.) საბა ბახტაძემ, ხოლო ბრინჯაოს მედლები ავთო მუკბანიანმა (-57), საბა გრიგალაშვილმა (-62), თორნიკე გვიჩლიანმა (-74), მიშიკო ნოზაძემ (-82), მარიამ ცერცვაძემ (+80) და გვაჩლიანმა (-90) მოიპოვეს.

რაც შეეხება ჭაბუკებს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ელიზბარ თურქიამ (65) მოიპოვა.

ვერცხლის მედლები კი ზაურ დვალიშვილმა (-81) და ჯუმბერ კოლხიტაშვილმა (+87) მოიპოვეს.

რაც შეეხება ბრინჯაოს პრიზიორებს - დიმიტრი ხუციშვილი (-75) და ანზორ სიდამონიძე (-52) გახდნენ.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატი გუნდურ ჩათვლაში მე-2 პოზიციაზე დაასრულა.

ცხელი ამბები