Aa
Aa

დრამატული ბრძოლა, 11 წამით ადრე გათანაბრებული ანგარიში და მარცხი დამატებით დროში

ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 100 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ილია სულამანიძე იაპონელ კაზუნარი კაგიმაკის დაუპირისპირდა.

სულამანიძემ ფინალი აქტიურად დაიწყო და უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა პირველი ქულა მეტოქემ მოიპოვა. ამის შემდეგ, ქართველმა ძიუდოისტმა ბოლო ძალები მოიკრიბა და 11 წმაით ადრე ვაზარი მანაც შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

სამწუხაროდ, დამატებით დროში იაპონელი უკეთესი იყო და ვაზაირთ ოქროს მედალს დაეუფლა.

ფინალისკენ მიმავალ გზაზე სულამანიძემ პირველ ეტაპზე კორეელი ჯაევო სიმი დაამარცხა. მეორე წრეში ქართველმა ფალავანმა უნგრელი პიტერ არვაის სძლია.

მეოთხედფინალში სულამანიძემ დანიელი მატიას მადსენის ბარიერი დაძლია და ნახევარფინალში გავიდა.

რაც შეეხება ნახევარფინალს, სულამანიძემ რუსთა გამორჩეული ფალავანი მატვეი კანიკოვსკი პირწმინდად დაამარცხა და ფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ კანიკოვსკი კარიერაში მეორედ დამარცხდა და მისთვის ორივე შემთხვევაში დაუძლეველი ბარიერი ქართველი აღმოჩნდა.

ცხელი ამბები