Aa
Aa

ბრძოლა არ შედგა, თუმცა იყო 9 ლელო! ახალმა ზელანდიამ ირლანდია უშანსოდ დატოვა

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალური დღის მატჩები შედგა. ინგლისის ნაკრების გამარჯვების შემდეგ, მათი მეტოქის ვინაობა ახალმა ზელანდიამ და ირლანდიამ გაარკვიეს.

„ოლ ბლექსმა“ ბევრისთვის მოულოდნელად ირლანდიელებს შანსი არ დაუტოვა და შეხვედრას აზრი პირველივე ტაიმში დაუკარგა, როცა 22:0 მოიგეს. ჯამში კი ზელანდიელებმა 46:14 იმარჯვეს.

მათი გამარჯვეა გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ მაყურებელი ორმხრივ ბრძოლას ელოდა, რომელიც არ შედგა.

მეორე ტაიმში ირლანდიელთა აღებული 14 ქულა უფრო პრესტიჟის ამბავი იყო, ვიდრე შეხვედრის გადასარჩენად გაბრძოლების.

ახალმა ზელანდიამ სტატუსი გაამართლა და ყველას დაანახა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ნომერ პირველი ფავორიტები სწორედ ისინი არიან.

ამრიგად, უკვე გვაქვს პირველი ნახევარფინალური წყვილი - ინგლისი VS ზელანდია.

20 ოქტომბერს კიდევ ორი მეოთხედფინალური ჯახი შედგება - უელსი საფრანგეთს შეერკინება, ხოლო იაპონია სამხრეთ აფრიკას.

ცხელი ამბები