Aa
Aa

პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია! ინგლისმა ავსტრალიას შანსი არ დაუტოვა!

იაპონიაში მიმდინარე სარაგბო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მეოთხედფინალური მატჩი ინგლისსა და ავსტრალიას შორის შედგა, რომელიც ევროპელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 40:16 დასრულდა.

შეხვედრაში ჯამში 5 ლელო დაიდო - 4-1 ინგლისელთა სასარგებლოდ.

ინგლისელებმა ორივე ტაიმის დამაჯერებლად მოგება შეძლეს - 17:9, 23:7.

მატჩის გამორჩეული მოთამაშე ჯონი მეი იყო, რომელმაც 2 ლელოს დადება შეძლო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრის მსვლელობას, მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა და სასიამოვნო საცქერი გახლდათ, თუმცა ინგლისელთა უპირატესობა აშკარა იყო.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ინგლისელთა მეტოქე ახალ ზელანდიასა და ირლანდიას შორის გამარჯვებული იქნება.

ცხელი ამბები