Aa
Aa

ისტორიაში პირველად! "ვაშინგტონი" სუპერფინალშია!

„ვაშინგტონ ნეიშენალსი“ თავის ისტორიაში პირველად მსოფლიო სერიებში მიიღებს მონაწილეობას. გამთენიისას დედაქალაქელებმა „სენტ ლუის კარდინალსი“ დაამარცხეს და სანუკვარ თასამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებთ.

„ვაშინგტონს“ საკმაოდ ძლიერ „კარდინალსის“ წინააღმდეგობის დასაძლევად სულ რაღაც 4 შეხვედრა დასჭირდა. საწყის სამ მატჩში „ნეიშენალსმა“ წარმატებას პიჩერების ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე მიაღწია. რამდენიმე საათის წინ დასრულებულ შეხვედრაში კი შეტევაშიც გამოირჩა.

„ნეიშენალსმა“ მატჩი შესანიშნავად დაიწყო და პირველივე ინინგში 7 ქულა მოიპოვა. „სენტ ლუისმა“ თამაშში დაბრუნება რამდენჯერმე სცადა, თუმცა პატრიკ კორბინმა და კომპანიამ უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და საბოლოოდ 7-4 იმარჯვეს.

„ვაშინგტონი“ მსოფლიო სერიებში „ნიუ იორკ იანკისსა“ და „ჰიუსტონ ასტროსს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამერიკული ლიგის საუკეთესო გუნდის გამოსავლენად გაჩაღებულ ბრძოლაში ჯერჯერობით „ჰიუსტონი“ ლიდერობს და 2-1-ს იგებს.

ცხელი ამბები