Aa
Aa

დილიან უაითის ღირსეული ჟესტი

დილიან უაითი რინგზე გატარებული 36 წუთის სანაცვლოდ მილიონებს იღებს, თუმცა რამდენიმე დღის წინ ბრიქსტონში ღონისძიება გამართა და ახალგაზრდა მოკრივეებსა და გულშემატკივრებს დაეხმარა.

უაითი Miguel’s-ის სავარჯიშო დარბაზში 12:30 წუთზე მივიდა. 4 საათის განმავლობაში დილიანი რინგზე იდგა, მსაჯის ფუნქციებს ირგებდა და პარალელურად მოკრივეებს ავარჯიშებდა და მათ საჭირო რჩევებს აძლევდა.

უაითმა ყველაფერი უსასყიდლოდ გააკეთა და თავისი ინიციატივის შესახებ ბრიტანული პრესისთვისაც არაფერი უთქვამს. The Sun-მა თავისი ჟურნალისტები ადგილზე მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაგზავნა.

„არ მაინტერესებს აქ პრესის წარმომადგენლები ან კამერები იქნებიან თუ არა. ამაზე ორიენტირებული არასდროს ვყოფილვარ".

„ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია გაანალიზო, რომ ყველაფერი შენ გარშემო არ ბრუნავს და თუ სხვების დახმარება შეგიძლია ეგოისტი არ უნდა იყო და მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე არ უნდა იფიქრო“.

„მნიშვნელობა არ აქვს დეპრესიაში ხარ, სტრესი გაწუხებს, კარგი ცხოვრებით ცხოვრობ თუ მილიონერი ხარ, ყოველთვის კეთილი საქმის კეთებაზე უნდა იყო კონცენტრირებული და თუ შეგიძლია დღეში ერთ ან რამდენიმე ადამიანს დაეხმარო“ - განაცხადა The Sun-თან საუბრისას უაითმა.