Aa
Aa

თბილისი ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

თბილისის სპორტის სასახლეში ვეტერან მოჭიდავეებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო.

როგორც ბერძნულ-რომაულ, ასევე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ტურნირი ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში, ექვს სხვადასხვა წონაში გაიმართება.

ზურაბ წიქარიძემ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რუსი არხანგელსკი 2-1 დაამარცხა და ვეტერანებს შორის პლანეტის უძლიერესის ტიტული მეოთხედ მოიპოვა.

88 კგ კატეგორიაში ვერცხლის მედალი შმაგი გოქაძემ დაისაკუთრა.

მსოფლიოს ჩემპიონატის პარალელურად, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით თბილისში სამსაჯო კურსებიც ტარდება, სადაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ხუთი ქართველი არბიტრიც მონაწილეობს.

 

ცხელი ამბები