Aa
Aa

"ოლიმპიადაზე მოსახვედრად ყველაფერს გავაკეთებ" - ინტერვიუ კარატისტ გიორგი ჯიქიასთან

CrystalSport-ის გუნდმა ამერიკაში მოღვაწე ქართველ კარატისტ გიორგი ჯიქიასთან ინტერვიუ ჩაწერა. ორგზის მსოფლიოსა და ერთგზის ევროპის ჩემპიონ სპორტსმენს, რომელიც პარალელურად მწვრთნელად მუშაობს, მისი მიღწევების, ამჟამინდელი ამბებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ვესაუბრეთ.

ჯიქიამ აღნიშნა, რომ მისი მიზანი 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე მოხვედრაა, იქამდე კი წარმატების მიღწევასა და საქართველოს დროშის აფრიალებას სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე შეეცდება.

ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკის ოთხ სხვადასხვა ქალაქში მოქმედ მის საბავშვო აკადემიებს ეხება, რომლებშიც 26 წლის კარატისტი ქართველ და ამერიკელ ბავშვებს ავარჯიშებს და საკუთარ ცოდნას უზიარებს.

 

ცხელი ამბები