დღის სენსაცია! იაპონიამ ირლანდია დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა!
Aa
Aa

დღის სენსაცია! იაპონიამ ირლანდია დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა!

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება.

დღეს A ჯგუფში მასპინძელი იაპონია ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს და 6 ერის წარმომადგენელ ირლანდიას დაუპირისპირდა და სენსაციურად 19:12 დაამარცხა!

ირლანდიელებმა პირველი ტაიმი 12:9 მოიგეს. მეორე ნახევრიდან კი მასპინძლებმა მოედანზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს.

იაპონიამ მეორე ტაიმი 10:0 მოიგო! ეს იყო საოცარი პერფორმანსი და თავდადების ნამდვილი მაგალითი.

ამ გამარჯვების შემდეგ იაპონელები ჯგუფს ლიდერობენ და მომდევნო ეტაპზე ფაქტიურად გასულებიც არიან.

ინტერნეტში ვრცელდება კადრები, თუ რა ემოციები იყო იაპონიაში ამ გამარჯვების შემდეგ.

შეხვედრის ყველა ლელო და საინტერესო მომენტი

აქვე გეტყვით, რომ დღის პირველი შეხვედრა C ჯგუფში შედგა, სადაც არგენტინამ ტონგა 28:12 დაამარცხა.

ცხელი ამბები