ბრწყინვალე გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე: სამი ქართველი ფინალში იჭიდავებს!
Aa
Aa

ბრწყინვალე გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე: სამი ქართველი ფინალში იჭიდავებს!

ძიუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე -100 კგ. წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ლატვიელი გერკენსი დაამარცხა და ნახევარფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. მან ნახევარფინალში წარმატებით იასპარეზა და ფინალში გავიდა! ქართველი სპორტსმენი ტურნირის პირველ ნომრად განთესილ უნგრელ ვეგთან  ვაზარით აგებდა, თუმცა იპონი შეასრულა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

 

ილია სულამანიძემ მეოთხედფინალში გასვლამდე კოსოვოელი შპატი ზეკაი შიდოებით მოახსნევინა.

-90 კგ. წონითი კატეგორიის ნახევარფინალში გავიდა ლაშა ბექაური, რომელმაც მეოთხედფინალში გერმანელი მაი დაამარცხა. ბექაურს გერმანელის დამარცხებისთვის მხოლოდ 8 წამი დასჭირდა.

ნახევარფინალში ლაშა ბექაურმა მანსურ ლორსანოვი 9 წუთიან ბრძოლაში დაამარცხა და ფინალში გავიდა!

 

+100 კგ. წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილმა მეოთხედფინალში უკრაინელი ბალიევსკი ულამაზესი გდებით დაამარცხა, ნახევარფინალში უნგრელ სიპოზს ვაზარით სძლია და ფინალში გავიდა. ასე რომ ფინალში სამი ქართველი იჭიდავებს.

 

მიხეილ ბექაური (-90) და საბა ინანეიშვილი (+100) დამამშვიდებელში იჭიდავებენ. ინანეიშვილმა იტალიელი აგრო იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

ფოტოზე: ლაშა ბექაური

ცხელი ამბები