55 წლის მოკრივე რინგზე 23 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება
Aa
Aa

55 წლის მოკრივე რინგზე 23 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება

ნაიჯელ ბენი ნოემბერში რინგზე დაბრუნდება და 23 წლიანი პაუზის შემდეგ პირველ ორთაბრძოლას ჩაატარებს. გასულ პარასკევს 55 წლის მოკრივემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ რინგზე ბრუნდებოდა. დღეს კი Daily Mail-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ბენი 23 ნოემბერს იჩხუბებს.

ნაიჯელის მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მისი ოპონენტი WBC-ის 40 წლის ექს-ჩემპიონი იქნება.

ბენი ბოლოს რინგზე 1996 წელს გავიდა და სტივ კოლინსს დაუპირისპირდა. ის შერკინება კოლინსის გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც ნაიჯელი დიდი სპორტიდა წავიდა.

55 წლის მოკრივეს კარიერაში 48 ორთაბრძოლა აქვს გამართული. ნაიჯელმა გამარჯვება 42-ჯერ მოიპოვა, აქედან 35 ნოკაუტით და 5-ჯერ დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ბენი საშუალო წონის დივიზიონისა და სუპერ საშუალო წონის დივიზიონის საჩემპიონო ქამრებს ფლობდა.

ცხელი ამბები