ხაბიბს სურს ბავშვებს დაეხმაროს! მომდევნო ბრძოლა აფრიკაში?
Aa
Aa

ხაბიბს სურს ბავშვებს დაეხმაროს! მომდევნო ბრძოლა აფრიკაში?

UFC-ის დაღესტნელ მებრძოლს, ხაბიბ ნურმაგომედოვს მომდევნო ბრძოლის გამართვა აფრიკაში სურს და აპირებს მიღებული თანხა საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენოს.

30 წლის ხაბიბი ბოლოს ოქტაგონზე დასტინ პორიეს წინააღმდეგ გავიდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სამომავლო გეგმების შესახებ ნურმაგომედოვმა სწორედ ბრძოლის შემდეგ ისაუბრა და განაცხადა: „მათ ეს არენა 2 თვეში ააშენეს და შეუძლიათ იგივე კონგოში ან ნიგერიაში გააკეთონ“.

„ჩვენ შეგვიძლია ბრძოლა აფრიკაში გავმართოთ და მიღებული თანხა ქველმოქმედებისთვის გამოვიყენოთ“.

„აფრიკა ცუდ მდგომარეობაში იმყოფება. იქ ბევრი ადგილია, სადაც სასმელი წყალიც არ აქვთ. ხალხი ამის შესახებ არ საუბრობს, მაგრამ ჩვენ მათ არ უნდა მივბაძოთ".

„შემიძლია აფრიკაში იანვარში, თებერვალში ან მარტში ვიჩხუბო. მიღებული თანხა კი ბავშვთა საქველმოქმედო ფონდებს გადავცე“.

„ალბათ დაახლოებით 50-80 მილიონის შეგროვებას შევძლებთ და აფრიკელ ბავშვებს დავეხმარებით“.

ცხელი ამბები