გიორგი ჩხაიძე:
Aa
Aa

გიორგი ჩხაიძე: "დიდი ხანია ვითმენ... არ ხარ შენ კაი კაცი მილტონ"

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა 31 კაციანი შემადგენლობა დაასახელა , რომლებიც იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

ზელანდიელი სპეციალისტის გადაწყვეტილება ვეტერანმა მორაგბემ გიორგი ჩხაიძემ გააპროტესტა და სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.

ბინგოს უკმაყოფილების მიზეზი მსოფლიო თასისთვის განაცხადში მერაბ კვირიკაშვილის ვერ მოხვედრა გახდა.

Crystalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ! 
ეხლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს რომელსაც 4 მსოფლიო აქ ნათამაშები და მე5 ზე უნდა წასულიყო. ცოტა ხო არ გააფრინეთ თქვე ოჯახ აშენებულებო! სულ მსოფლიოში 2 კაც აქ ნათამაშები 5 მსოფლიო თასი და ისტორიაში არიან ჩაწერილები და ის ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები არც ბერგამასკოს გაუტანია 5 ლელო ბოლო მსოფლიოზე მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს მაინც . მე როგორც ვიცი 3 კვირაზე მეატია მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს,მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს რომელსაც სულით ქართველს უძახით იმდენი შეგნება თუ არ აქ, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!
რა გჭირთ ამ ფედერაციაში რა შეგაშინათ ესე ამ გადაჭრილმა კაცმა. მაგას პროფესიონალიზმი აღარ ქვია.
ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება მაგრამ არაუშავს. ეს ესე უნდა ყოფილიყო ისედაც დიდი ხანია ვითმენ. 
არ ხარ შენ კაი კაცი მილტონ. 

გიორგი ჩხაიძე (ბინგო)"

"ბორჯღალოსნები" მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფში ავსტრალიასთან , უელსთან , ფიჯისთან და ურუგვაისთან მოხვდნენ.

პირველ შეხვედრას ქართველი მორაგბეები 23 სექტემბერს უელსთან გამართავენ.

ცხელი ამბები