Aa
Aa

უგოლო "სუპერკლასიკო" - "რივერი" და "ბოკა" მშვიდობიანად დაშორდნენ

დეკემბერში გამართული „ლიბერტადორესის თასის“ ფინალური დაპირისპირების შემდეგ „რივერ პლეიტი“ და „ბოკა ხუნიორსი“ ერთმანეთს პირველად შეხვდენენ. „სუპერკლასიკოს“ ამჯერად ბუენოს აირესის „მონუმენტალის“ სახელობის სტადიონმა უმასპინძლა.

70 ათასი გულშემატკივრის თვალწინ დაუძინებელმა მეტოქეებმა ნულოვანი ფრე ითამაშეს, რითაც „ბოკამ“ დაუმარცხებელი სერია გააგრძელა. მთელი თამაშის განმავლობაში „რივერი“ დომინირებდა, თუმცა გუსტავო ალფაროს გუნდი თავს კარგად იცავდა და 5 ტურის შემდეგ გოლი ჯერაც არ გაუშვია.

აღსანიშნავია, რომ პირველ „სუპერკლასიკოში“ მიიღო მონაწილეობა სტუმართა ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ. იტალიელმა ვარსკვლავმა მოედანზე 69 წუთი გაატარა, შემდეგ კი ადგილი ემანუელ რეინოსოს დაუთმო.

სუპერლიგის დაწყებიდან 5 სათამაშო დღე გავიდა, გოლგაუშვებელი „ბოკა“ 11 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ „სან ლორენსოს“ 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო 8-ქულიანი „რივერი“ ცხრილის მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები