UFC 241 - კორმიე მიოჩიჩთან დამარცხდა! ნეიტ დიასი გამარჯვებით დაბრუნდა!
Aa
Aa
18 აგვისტო 2019  |  09:59

UFC 241 - კორმიე მიოჩიჩთან დამარცხდა! ნეიტ დიასი გამარჯვებით დაბრუნდა!

გამთენიისას ანაჰაიმში UFC 241 გაიმართა. ცენტრალურ ბრძოლაში ერთმანეთს ნაცნობი ოპონენტები, დანიელ კორმიე და სტიპე მიოჩიჩი დაუპირისპირდნენ. კორმიე მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის შესანარჩუნებლად იბრძოდა და ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა მიოჩიჩმა რევანშის აღება მოახერხა.

დანიელი საწყისი სამი რაუნდის განმავლობაში ყველაფერს აკონტროლებდა და მეტოქეს ერთი თავით სჯობდა, მაგრამ მეოთხე რაუნდში სტიპემ ტაქტიკა შეცვალა. ერთ მომენტში კორმიემ შეცდომა დაუშვა, რაც მიოჩიჩმა შესანიშნავად გამოიყენა.

სტიპემ მეტოქეს მტკივნეული დარტყმების სერია მიაყენა, ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა და ნანატრი ქამარი დაიბრუნა.

მიოჩიჩისა და კორმიეს ჯახის გარდა, გულშემატკივრების ყურადღება ნეიტ დიასისა და ენტონი პეტისის დაპირისპირებისკენ იყო მიმართული. დიასი ოქტაგონზე სამწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და საოცარი შთაბეჭდილება დატოვა.

იგი უპირატესობას მთელი ბრძოლის განმავლობაში ფლობდა და საბოლოოდ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით - 30-27, 30-27, 29-28 იმარჯვა. პეტისთან ჯახის დასრულების შემდეგ კი ჩვეულ სტილში ხორხე მასვიდალი გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები