თბილისის ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიამ მოიგო
Aa
Aa

თბილისის ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიამ მოიგო

საქართველოს ხელბუერტელთა გოგონათა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულა.

მეხუთე ადგილისთვის მატჩში ჩვენები ფარერის კუნძლებთან 16-30 დამარცხდნენ.

ფინალში ტურნირის ფავორიტმა შვეიცარიამ სერბეთს ოლად ანგარიშით 35-27 მოუგო , ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინამ ლიეტუვას 30-22 აჯობა.

ბოლო მატჩში დამარცხების მიუხედავად, შედეგი ცალსახად დადებითია. ამ რანგის ტურნირზე არცერთ ჩვენს ასაკობრივ გუნდს 3 თამაში არ მოუგია და არც მეექვსე ადგილი დაუკავებია.

აღსანიშნავია , რომ ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში  საქართველოს ნაკრების მარცხენა გარემარბი ანა ჩხაიძე მოხვდა, რომელმაც თავის პოზიციაზე მოთამაშეთა შორის ყველაზე მეტი, 23 გოლი გაიტანა.

ცხელი ამბები