ტრაგედია: სტადიონზე შეუძლოდ გამხდარი ქომაგი გარდაიცვალა
Aa
Aa

ტრაგედია: სტადიონზე შეუძლოდ გამხდარი ქომაგი გარდაიცვალა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში გორის ''დილასა'' და თბილისის ''ლოკომოტივის'' შეხვედრისას სტადიონზე მყოფი ერთ-ერთი მაყურებელი შეუძლოთ გახდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გორული კლუბის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა:

''გუშინ ''დილა''- ''ლოკომოტივის'' მატჩის მიმდინარეობისას უაღრესად სამწუხარო შემთხვევის მომსწრენი გავხდით, ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივარი თეა ირემაძე შეუძლოდ გახდა, მას ჯერ დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს შემდეგ კი იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების არაერთგზის მცდელობის მიუხედავად გარდაიცვალა.

საფეხბურთო კლუბი გორის ,,დილა" დიდ მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული უბედური შემთხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.''

შეგახსენებთ, მატჩი ''ლოკომოტივის'' გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე დავით ჯიქიამ გაიტანა.

მიხეილ კანკიას ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები