Aa
Aa

თბილისი ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

თბილისის ოლიმპიური სასახლე გივი კარტოზიას და ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნრის მასპინძლობს.

ტურნირზე მონაწილეობას 15 ქვეყნის 300-მდე მოჭიდავე ღებულობს.

საერთაშორისო კონკურენციის გარდაძალიან მნიშვნელოვანია შიდა კონკურენციაც, რადგან საქართველოს ნაკრებისთვის ეს არის ბოლო შეჯიბრება მსოფლიოს ჩემპიონატის წინ .

 

ასევე გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ტრადიციულად, ორ მოჭიდავეს გადაეცემა დამატებითი ინდივიდუალური ჯილდოები.

თავისუფალ ჭიდაობაში, 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში საუკეთესო მიიღებს ვახტანგ ბალავაძის სახელობის პრიზს.

ბერძნულ-რომაულში კი, 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამორჩეული გივი კარტოზიას სახელობის პრიზით დაჯილდოვდება.

ცხელი ამბები