სანდრო ბაზაძე მსოფლიოს მერვე მოფარიკავეა
Aa
Aa

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს მერვე მოფარიკავეა

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე განახლებულ მსოფლიო რეიტინგში მერვე პოზიციაზე გავიდა.

სანდრო მერვე ადგილს ფრანგ ბოლად აპიტისთან იყოფს.

მსოფლიო ჩემპიონატზე 16 საუკეთესოთა შორის მოხვედრით სანდრომ კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, აქამდე მისი საუკეთესო მაჩვენებელი მეცხრე ადგილი იყო.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე მერვედფინალში იტალიელ ლუკა კურატოლისთან 10:15 დამარცხდა.

მიხეილ მარდალეიშვილი 47-ე ადგილზე დარჩაბექა ბაზაძემ მცირედით უკან დაიხია და ამჯერად 73-ეა, ნიკა შენგელია 112-ეა.

ცხელი ამბები