Aa
Aa

მემორანდუმი ჭიდაობის ფედერაციასა და სპორტულ არხს შორის

საქართველოში მაუწყებლობას ახალი სპორტული არხიინსპორტიდაიწყებს, რომელიც სრულად ორიენტირებული  ქართულ სპორტზე იქნება, მაქსიმალურად გააშუქებს საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებებს და ქართველი სპორტსმენების საქმიანობას მსოფლიოს მასშტაბით.

ურთიერთთანამშრომლობის პირველ ხელშეკრულებაინსპორტმასაქართველოს 2018 წლის საუკეთესეო ფედერაციასთანჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან გააფორმა.

ხელშეკრულების თანახმადინსპორტიქართველ მოჭიდავეებზე განვითარებულ მოვლენებს სრულფასოვნად გააშუქებს, პირდაპირი ეთერის რეჟიმში კი გადასცემს საქართველოს ეროვნულ და 23-წლამდელთა ჩემპიონატებს ჭიდაობაში, კარტოზია-ბალავაძის საერთაშორისო ტურნირს და ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატს.

ასევე, სრულად გაშუქდება ყველა ასაკობივი ნაკრები გუნდის შიდა პირველობები და მოხდება ქართველი მოჭიდავეების პოპულარიზაცია სხვადასხვა სატელევიზიო პროექტებში.

ინსპორტსადა ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიზანია, ჭიდაობა გახდეს კიდევ უფრო დაფასებული, პოპულარული და მომავალი თაობისთვის მიმზიდველი.

 

ცხელი ამბები