კონტეს სატრანსფერო მოთხოვნა აბრამოვიჩს...
Aa
Aa

კონტეს სატრანსფერო მოთხოვნა აბრამოვიჩს...

ლონდონის "ჩელსის" მომავალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე აქედანვე ძალიან აქტიურია და "ლურჯების" ხელმძღვანელებს არაერთ ტრანსფერს უკვეთავს. 

La Repubblica-ს ცნობით, კონტეს თვალთახედვის არეში ამჯერად იტალიური "რომას" გერმანელი ცენტრალური მცველი ანტონიო რუდიგერი მოხვდა. 

23 წლის რუდიგერი "შტუტგარტის" საკუთრებაა და მიმდინარე სეზონს იჯარის წესით იტალიის დედაქალაქში ატარებს. კონტრაქტის თანახმად "ჯალოროსის" მისი გამოსყიდვა 9 მილიონ ევროდ შეუძლია.

თავის მხრივ, ინგლისელები კი მზად არიან ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადონ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები