ლობჟანიძე:''აქ გატანა ძალიან მინდოდა... იმედი მაქვს კიდევ შევაგდებ''
Aa
Aa

ლობჟანიძე:''აქ გატანა ძალიან მინდოდა... იმედი მაქვს კიდევ შევაგდებ''

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მორიგ ტურში დანიამ ''ტელია პარკენზე'' საქართველოს ნაკრები 5:1 გაანადგურა, თუმცა მთავარმა არბიტრმა დანიელთა მეორე და მესამე გოლებისას საეჭვო გადაწყვეტილებები მიიღო. საბა ლობჟანიძის გამათანაბრებელი გოლის შემდეგ არბიტრმა საქართველოს ნაკრების კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, რომელიც ერიქსენმა შეაგდო.

ეროვნულ ნაკრებში დანიური ''რანდერსის'' ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ პირველი გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ ლობჟანიძე ქართულ და დანიურ მედიას ესაუბრა.

საბა ლობჟანიძე:''ჩემი აზრით პირველი 60 წუთი ცუდად არ ჩავატარეთ, კონტრშეტევაზე აგებული ტაქტიკა გვქონდა, შეიძლება მსაჯის გადაწყვეტილებებზე საუბარი.

არაკომპენენტური ვიქნები თუ ვიტყვი, რომ მსაჯის შეცდომების გამო დავმარცხდით.

დანიის ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა, თუმცა შანსები ჩვენც გვქონდა და გამოყენება შეგვეძლო. შედეგი დასანანია, თუმცა მეტი შეგვიძლია.

ჩემი აზრით ძალიან მაგარი კონტრშეტევა გამოვიდა, კიტეიშვილმა მაგრად იბრძოლა, გვილიამ დროული პასი მომცა.

''ტელია პარკენზე'' გოლის გატანა ძალიან მინდოდა, იმედია კიდევ გავიტან. შმეიხელის კარში გატანილი გოლით ბედნიერი ვარ, ძალიან მაგარი გრძნობაა.

მესამე გოლის შემდეგ ფსიქოლოგიური სიმტკიცე დავკარგეთ.''

ასევე იხილეთ ოთარ კაკაბაძის კომენტარი

დიმა შარიქაძე კოპენჰაგენიდან სპეციალურად კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები